საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნა მოხდა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 35, დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ადგილობრივი პრეფექტურა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, მომხდარს კი "თავდასხმა" უწოდეს.
შემთხვევა ნიცის ინგლისის სანაპიროზე მოხდა, სადაც ხალხი სადღესასწაულო ფოირვერკების სანახავად შეიკრიბა. გავრცელებული ცნობით, ხალხის მასაში შევარდნილი ავტომანქანა დიდი სისწრიფათ მიჰქროდა.