საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დღეს ნიცაში ჩავლენ

საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დღეს ნიცაში ჩავლენ

საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დღეს ნიცაში ჩავლენ. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის თქმით, ის ტრაგედიის ადგილზე უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მივა.

"ჩვენ ჩავატარებთ უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც განვიხილავთ მოქალაქეების დაცვისკენ მიმართულ საჭირო ზომებს. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიცაში ჩავალთ, იმისთვის რომ ამ განსაცდელში მოსახლეობას მხარი დავუჭიროთ და ყველა საჭირო საშუალების მობილიზაცია მოვახდინოთ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში, რომელიც ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გააკეთა.

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა. გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა