"ატლას გლობალმა" თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი გააუქმა

"ატლას გლობალმა" თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი გააუქმა

ავიაკომპანია "ატლას გლობალმა" თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი გააუქმა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, სტამბოლის მიმართულებით ამაღამ "თურქიშ ეარლაინსის" ფრენაცაა დაგეგმილი, რომლის გაუქმების გადაწყვეტილებაც ამ ეტაპზე ავიაკომპანიას არ მიუღია. ამის შესაბამისად, მგზავრებმა საჭირო რეგისტრაცია გაიარეს.

"რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ათათურქის აეროპორტი რეისებს იღებს, თუმცა ფრენებს თავად არ ახორციელებს", - აღნიშნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა