საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040, +905418184400", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა