პრეზიდენტის რეზიდენციასთან სროლის ხმა ისმის - ბოლო ინფორმაცია ანკარადან

პრეზიდენტის რეზიდენციასთან სროლის ხმა ისმის - ბოლო ინფორმაცია ანკარადან

ანკარაში მდებარე თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება .

თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ჰაერში სამხედრო ვერტმფრენები პატრულირებენ. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. სააგენტო "როიტერი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა თურქეთის გენშტაბის ოფისთან მოხდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა კვლავ მოქმედია და არ დაუშვებს, ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე შეექმნას. ერდოღანმა CNN Turk-ს პირველი კომენტარი მისცა მას შემდეგ , რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ძალაუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში. მან მოუწოდა მოსახლეობას, გავიდნენ ქუჩაში და განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობას "შესაბამისი რეაგირება" მოჰყვება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა