ცოტა ხნის წინ ინტერნეტში თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ემოციური ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაარჩინა თურქმა სამართალდამცველმა ერთ-ერთი მეამბოხე, რომელიც სროლების დროს ტანკიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. პოლიციამ მისი სამშვიდობოს გაყვანა შეძლო.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა.
თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე