"ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა, ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი" - სალომე ზურაბიშვილი

"ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა, ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი" - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოს გზის" საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურება.

მისი თქმით, ის რაც სტამბოლში და ანკარაში მოხდა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ დიდი ხნის წინ დაიგეგმა.

"თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი ვერსია უკვე გავრცელდა ჩვენთან და ალბათ კიდევ ბევრიც გავრცელდება. ვინ რუსეთს აბრალებს და ვინ ამერიკას... სინამდვილეში კი რაც მოხდა ყველა ნიშნით წარმოადგენს წმინდაწყლის "თურქულ" მოვლენას და თურქულ ისტორიამ ამის მრავალი პრეცედენტიც გვაჩვენა... ის მოხდა რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა, თავის ერთადერთ სერიოზულ ოპონენტის - ანუ სამხედრო მაღალ ჩინოსნების - საბოლოოდ განიარაღება. ამისთვის ამოირჩია ყველაზე ხელსაყრელი მომენტი: ახლად შერიგებულია რუსეთთან და ამდენად რუსეთის ინტერესში არ ზის თურქეთის დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს და ამერიკის გავლენა ქვეყნაში გააძლიეროს. ამერიკას კი თურქეთი ძალიან სჭირდება როგორც მთავარი მოკავშირე სირიასთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მასაც მისი დესტაბილიზაცია და ერდოღანის პოზიციების შესუსტება არ აწყობს. ამდენად ოფიციალურ ვაშინგტონიდან უარყოფითი რეაქციები ნაკლებად მოსალოდნელია თუნდაც დემოკრატიული პრინციპები უხეშად ირღვევოდეს... ერდოღანი აშკარად ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს მაგრამ ერდოღანს ყველა დაუდგება გვერდში რამეთუ იმან დღეს გაიმარჯვა და რადგანც ყველას სჭირდება თურქეთის "სტაბილურობა" უფრო ვიდრე თურქეთის დემოკატიული ორიენტაცია .... საქართველოს ამ ახალ ვითარებაში, ორ ავტორიტარულ რეჟიმთა შორის მოქცეულს, დასჭირდება მეტი სიფრთხილე და შორსმჭრეტველობა რათა თავისი გეოპოლიტიკური უნიკალურობა (დემოკრატიის კუნძულად ქცეული) თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისე რომ არც ერთის და არც მეორეში მრისხანე რეაქცია არ გამოიწვიოს!" - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში - მძიმე ღამე ფოტოობიექტივში

შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხრდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ მოგვარდებოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს