პირველი გადატრიალება თურქეთში 1960 წელს მოხდა, როდესაც სამხედროებმა წარმატებით ჩამოაგდებს ხელისუფლება. პრეზიდენტი ჯელალ ბაიარი, პრემიერ მინისტრი ადნან მდნერესი და სხვა ოფიციალური პირები დაიჭირეს და ღალატისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით მენდერესი ჩამოახრჩვეს. ქვეყნის სათავეში გენერალი ჯემალ გიურსელი მოვიდა, რომელიც გადატრიალებას ხელმძღვანელობდა.
ქვეყანაში თვეების განმავლობაში ძალადობას და არეულობას 1971 წელს გადატრიალება მოჰყვა. გენერალმა მემდუხმა პრემიერ-მინისტრ სულეიმან დემირელიას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, კაბინეტი დაეტოვებინა. 1960 წლისგან განსხვავებით, სახელმწიფოს სადავეები სამხედროებს არ ჩაუგდიათ ხელში, თუმცა კაბინების კონტროლირება მათ მიერ ხდებოდა.
1980 წელს სამხედროებმა კვლავ გადაწყვიტეს გადატრიალების მოხდენა და სადავეები ჩაიგდეს ხელში. პრემიერ-მინისტრის პოსტი ადმირალმა ბულენტ ულუსუმ დაიკავა. ამჯერად ამ გადატრიალებამ თურქეთს სტაბილურობა მოუტანა, მაგრამ სამხედროებმა ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
მართალია 1997 წელს ოფიციალური გადატრიალება არ მომხდარა, მაგრამ თურქეთის სამხედროებმა მთავრობას რამდენიმე რეკომენდაცია გაუგზავნეს. ხელისუფლებას მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდა - დათანხმებულიყო ამ რეკომენდაციებს. შედეგად პრემიერ-მინისტრი ნეჯმეტინ ერბაკანი იძულებული იყო გადამდგარიყო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 16 ივლისს თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხრდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ მოგვარდებოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო.
თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
თაკო დვალი
AMBEBI.GE