არეულობა ერევანში: პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებულები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

არეულობა ერევანში: პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებულები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

ერევანში დღეს დილით შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციის შენობა დაიკავა, რასაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, მძევლად აიყვანეს ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი. შენობასთან იმყოფება სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები. პოლიცია უახლოეს ხანში ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის თავდაპირველად გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

მოგვიანებით, შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფის ახალი მოთხოვნის შესახებ გახდა ცნობილი. ისინი ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას სომეხი დეპუტატი ნიკოლა პაშინაიანი ავრცელებს.

შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის სამმართველოში 7 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. სომხური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავიდან სამმართველოში 8 ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა