სინამდვილეში, ასეთია ნიცის თვალწარმტაცი სანაპირო, რომელიც რამდენიმე დღის წინ სასაკლაოდ იქცა...

სინამდვილეში, ასეთია ნიცის თვალწარმტაცი სანაპირო, რომელიც რამდენიმე დღის წინ სასაკლაოდ იქცა...

ნიცა - ფრანგული რივიერის მთავარი საკურორტო ცენტრი, ტურისტებში ყველაზე პოპულარული ფრანგული ქალაქი პარიზის შემდეგ. ქალაქი, რომლის აეროპორტი პარიზის შემდეგ ყველაზე დაკავებულია - 2005 წელს ნიცის აეროპორტმა 10 მილიონამდე მგზავრი გაატარა!

Promenade des Anglais - ლაჟვარდოვანი სანაპიროს გასწვრივ 7 კილომეტრიანი სასეირნო ზოლია, რომელიც ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია. კვირაობით აქ ოჯახებით, ბავშვებით, ველოსიპედებითა და სკეიტებით გამოდიან სასეირნოდ. ლურჯი სკამებითა და ფანჩატურებით ცნობილი ბულვარი, ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა დღესასწაულს, მათ შორის ნიცის კარნავალსა და "ყვავილების ომს"...

ადგილი, რომელიც დასვენების, გართობისა და მხიარულების სინონიმად იყო ქცეული, 14 ივლისს სასაკლაოდ იქცა... ნიცაში Promenade des Anglais-ზე მომხდარ საშინელ ტრაგედიას 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა...

ბავშვები, ქალები, მოხუცები, ახალგაზრდები, ოჯახები, რომლებიც ბასტილიის აღების დღეზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ფეირვერკების ცქერით იქყნენ გართულნი, ტუნისელმა ტერორისტმა უმოწყალოდ დახოცა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს