ყირიმში "კაზანტიპის" ქალაქი გადაიწვა

ყირიმში "კაზანტიპის" ქალაქი გადაიწვა

კვირას, 17 ივლისს, ყირიმის სოფელ პოპოვკაში, ცნობილი ფესტივალის "კაზანტიპის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლის ნიკიტა მარშუნოკის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ე.წ ყაზარმის ტერიტორიიდან, რომელსაც მისი ცნობით, უცნობი პირები საწყობად იყენებდნენ.

"ადგილი, რომელიც გახდა არარსებული რესპუბლიკა, მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალური მოვლენა, მის სცენებზე უკრავდნენ მსოფლიოში საუკეთესო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები. სოფელ პოპოვკას ლეგენდარულ პლაჟს ამ ხნის მანძილზე უნახავს გართობის მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ დღეს ის სირცხილისგან დაიწვა, ნახა რა, თუ რად აქციეს ის საშინელმა ადამიანებმა, რომლებიც თავს მიიჩნევენ მორალისტებად, პატრიოტებად და მომავალი თაობის აღმზრდელებად" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალის KaZantip-ის დამფუძნებელი ნიკიტა მარშუნოკი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობილი მუსიკალური ფესტივალი სწორედ პოპოვკაში იმართებოდა წლების მანძილზე. უკრაინაში მიმდინარე ომისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, 2014 წელს KaZantip საქართველოში, ანაკლიაში ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა