ჩემი "ცნობადობა" კომფორტს უფრო მეტად მიქმნის, ვიდრე დისკომფორტს - ნინი ქარსელაძის სისუსტე

ჩემი "ცნობადობა" კომფორტს უფრო მეტად მიქმნის, ვიდრე დისკომფორტს - ნინი ქარსელაძის სისუსტე

მომღერალ ნინი ქარსელაძეს ძალიან უყვარს ზღვაზე დასვენება. მითხრა: სადაც მზე, სიმშვიდე, კომფორტი და ჩემთვის საყვარელი ადამიანებია, ყველგან კარგად ვისვენებო.

- ვიდრე დასვენებაზე ვილაპარაკებთ, მითხარი, შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეა?

- არნო ბაბაჯანიანის შვილმა მაჩუქა მამის სიმღერა "ზალატოე ტანგო", რომლის ახლებური ვერსია ჩავწერე. ვაპირებ რუსეთში წასვლას, მაგრამ წინასწარ ვერ გეტყვით, რა გეგმებით მივდივარ.

- უკვე გადაწყვეტილი გაქვს, სად დაისვენებ?

- ჯერ არ გადამიწყვეტია, დასასვენებლად კონკრეტულად სად წავალ, მაგრამ მთაში დასვენებას რომ ზღვა მირჩევნია, ეს ვიცი. ზღვა ჩემი სისუსტეა!

- ვისთან ერთად გიყვარს დასვენება?

- დასვენების დროს უპირატესობას მეგობრებთან ერთად ყოფნას ვანიჭებ. ასევე, კომფორტულად ვგრძნობ თავს ოჯახის წევრების გარემოცვაში. საერთოდ, მარტო ყოფნა არ მიყვარს და სულ ვცდილობ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო, სხვა შემთხვევაში - დასვენება კი არა, ტანჯვა გამომივა (იღიმის).

- როცა დასასვენებლად მიდიხარ, თან ბევრი ბარგი მიგაქვს?

- ყველგან და ყოველთვის, ჩემი ბარგი არის გამორჩეულად დიდი და მძიმე. არ აქვს მნიშვნელობა დღეების რაოდენობას, ყოველთვის მიმაქვს ყველაფერი, რადგან წინასწარ არასოდეს იცი, რა შეიძლება დაგჭირდეს ან მოგინდეს.

- დასვენების დროს ყველას სურს, თავი კომფორტულად იგრძნოს. როცა ვთქვათ, სანაპიროზე მყოფს გცნობენ და ყურადღებას გაქცევენ, ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?

- არა, ჩემი "ცნობადობა" კომფორტს უფრო მეტად მიქმნის, ვიდრე დისკომფორტს.

- გაიხსენე ზაფხული, რომელიც გამორჩეულად კარგად დაგამახსოვრდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება