ბექა ელბაქიძის დაბრუნება - "ჩემი გმირი სექსმუშაკად იწყებს მუშაობას"

ბექა ელბაქიძის დაბრუნება - "ჩემი გმირი სექსმუშაკად იწყებს მუშაობას"

ამბობს, რომ სახელი და გვარი - ბექა ელბაქიძე საქართველოში დატოვა და ევროპაში მას იცნობენ, როგორც გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს. ნაპოლეონი მისი ბაბუის სახელია, გაბრიელი - ნათლობის, ხოლო ელბანო - ელბაქიძის იტალიური ვარიანტი გახლავთ. ახლა ბექა საქართველოშია და ევროპაში აწყობილ კარიერაზე, თბილისში დაგეგმილ ორ ქართულ პრემიერასა და პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

- თბილისში ახლახან დავბ­რუნდი. ბოლო თვეებში აქტიურად ვმუშაობდი ბელგიასა და ესპანეთში. შემოდგომამდე საქართველოში ვიქნები, შემდეგ კი ბარსელონაში გავემგზავრები.

- ევროპაში რას საქმიანობ?

- იტალიაში აგენტი მყავს, რომელიც ვენეციის ფესტივალზე გავიცანი, სადაც რუსუდან ჭყონიას ფილმის - "გაიღიმეთ" ჩვენება გვქონდა. მას შემდეგ ვთანამშრომლობთ. პერიოდულად, ახალ პროექტებს მიგზავნის. ერთ სატელევიზიო სერიალში ვითამაშე, სამ ფილმში გადამიღეს, აქედან ორი მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ეკრანებზე წელს გამოვა. გარდა ამისა, ორ სპექტაკლში ვითამაშე. აქედან ერთ-ერთი სპექტაკლი არის ჩემი რომანის ადაპტაცია, რომელზეც იტალიელმა რეჟისორმა იმუშავა. რომანი დასრულებულიც არ მაქვს და მას "ქალის ფერი" ჰქვია.

- თემა რა არის?

- პროსტიტუცია. სიუჟეტი რეა­ლურ ამბავზეა აგებული. იტალიელ რეჟისორთან ჩემი დაკავშირება შემთხვევით მოხდა. იმ პერიოდში მეგობარ ნატალია სიმონოვასთან ერთად ვმუშაობდი. მას სჭირდებოდა ქალის მონოლოგი. ჩემი რომანიდან ფრაგმენტი იტალიურად ვუთარგმნე და მივეცი. მოეწონა, მერე მთლიანი ტექსტით დაინტერესდა, ძალიან მოიხიბლა და რეჟისორს დაუკავშირდა. ასე შედგა თეატრთან ჩემი თანამშრომლობა. ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ოქტომბრის შუა რიცხვებში, საქართველოში მუსიკისა და დრამის თეატრში ვითამაშებთ. პროექტი კულტურის სამინისტროსა და იტალიის საელჩოს პატრონაჟით ხორციელდება. რეჟისორი იტალიელია, სპექტაკლში თავადაც ვთამაშობ და მუსიკისა და დრამის მსახიობებიც გვიერთდებიან. სპექტაკლი იტალიურ ენაზე იქნება.

- შენს როლზე მიამბე.

- სპექტაკლში ვთამაშობ კასაბლანკელ ბიჭს, რომელიც ფრანგისა და არაბის ნაჯვარია. პროფესიით მხატვარია. ჩადის ევროპაში, რომ საკუთარი ნამუშევრები გაყიდოს და კარიერა აიწყოს. საბოლოო ჯამში, იმედი უცრუვდება და გამოსავალს რომ ვერ პოულობს, სექსმუშაკად იწყებს მუშაობას: დადის ასაკოვან ქალებთან გამოძახებაზე. ტრაგიკული პერსონაჟია.

- რთული სათამაშოა?

- სათამაშო ენაა რთული. ვლაპარაკობ იტალიურად, არაბულ-ფრანგული აქცენტით. გარდა ამისა, ეს სპექტაკლი ექსპერიმენტულ ჟანრშია გაკეთებული, წინ წამოწეულია ქორეოგრაფია, რაც მსახიობის პლასტიკას მოითხოვს. რთული სცენოგრაფიაა. ეს არის ამბავი იმედგაცრუებაზე, დაკარგულ ადამიანებზე, რომლებმაც მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვიტეს, ცხოვრება გაეგრძელებინათ. პროსტიტუციასთან ერთად, თავს იჩენს შიდსის პრობლემა. ეს სპექტაკლი სტიგმაზეც არის. დასნებოვნებული ადამიანები თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ. რეალურად კი, მათი ამბავი ბევრმა არც იცის. სპექტაკლის სახელწოდებაა "ღამე მშვიდობისა, ლილი მარლენ".

- მარლენი ვინ არის?

- მარლენი იმ ქალის ფსევდონიმია, რომელიც სტრიპტიზ-კლუბში ცეკვავს.

- ამ როლს ქართველი მსახიობი შეასრულებს?

- არა, ამ პერსონაჟს რუსი მსახიობი, ნატალია სიმონოვა განასახიერებს.

- პროვოკაციული სპექტაკლი ჩანს. როგორ მიიღო ის ევროპელმა მაყურებელმა?

- გეთანხმები, ცოტათი პროვოკაციულია, ტექსტებიც ძალიან პირდაპირი და "მჭრელია". ამ ყოფისთვის დამახასიათებელი ყოველდღიურობა სცენაზე შეულამაზებლად არის გადმოტანილი. იქ სპექტაკლი მოეწონათ.

- ქართველი მაყურებლისგან რას ელი? ... განაგრძეთ კითხვა

(სააგენტო მოდელსის ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება