გერმანიაში მატარებელზე თავდასხმა, სავარაუდოდ, 17 წლის ავღანელმა მამაკაცმა განახორციელა

გერმანიაში მატარებელზე თავდასხმა, სავარაუდოდ, 17 წლის ავღანელმა მამაკაცმა განახორციელა

გერმანიის სამხრეთით, ქალაქ ვიურცბურგთან, მატარებელზე თავდასხმა, სავარაუდოდ, 17 წლის ავღანელმა მამაკაცმა განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც სამგზავრო მატარებელში შეიჭრა და რამდენიმე ათეული ადამიანი დანით დაჭრა, ლიკვიდირებულია.

არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. 3 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, 1 მსუბუქად არის დაჭრილი, 14 კი შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევა სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგთან მოხდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ვიურცბურგი - ჰეიდინგსფილდის და ოქსენფურტის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა