გერმანიაში მატარებელში თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს

გერმანიაში მატარებელში თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს

გერმანიაში მატარებელში გუშინ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ავღანელი ლტოლვილის სახლში "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს, რომელიც ხელით არის დახატული. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

მატარებელში თავდასხმა ნაჯახითა და ცივი იარაღით 17 წლის ბიჭმა განახორციელა. შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც ჰონგ-კონგიდან არიან. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუშინ საღამოს ვურცბურგში მოხდა. თავდამსხმელი გაქცევას შეეცადა, თუმცა, პოლიციამ მას ესროლა, შედეგად იგი ადგილზევე დაიღუპა.

"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი საინფორმაციო სააგენტო Amaq-ის ინფორმაციით, თინეიჯერი ISIS-ის მებრძოლი იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა