გერმანიაში, მატარებელში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გერმანიაში, მატარებელში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გერმანიაში, მატარებელში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. "ევრონიუსის" ცნობით, ISIS-ის შესაბამისი განცხადება ონლაინ სივრცეში, Amaq news agency-ის მეშვეობით გავრცელდა.

17 წლის თავდამსხმელის ნივთებს შორის ნაპოვნია "ისლამური სახელმწიფოს" ხელნაკეთი დროშა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი Allahu Akbar-ს ყვიროდა.

ბავარიაში, ვურსბურგის ახლოს, ნაჯახით და დანით შეიარაღებული ავღანელი თინეიჯერი მატარებელის მგზავრებს თავს დაესხა. დაჭრილია 4 ადამიანი, აქედან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა