საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

უცნობი მამაკაცი საფრანგეთში, ქალაქ ბოლენის ერთ-ერთ სასტუმრო "Formule 1"-ში შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებულია ცივი იარაღით და თან აქვს პაკეტი უცნობი შიგთავსით.

"ფიგაროს" ინფორმაციით, სასტუმროს ევაკუაცია განხორცილედა, შემთხვევის ადგილზე კი ჟანდარმერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მამაკაცის მიერ სასტუმროზე თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მათივე ცნობით, მას კამათი ჰქონდა მენეჯერთან.

ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა შენობაში მძევლები. შენობა 250 მეტრის რადუსში გარშემორტყმულია. გადაკეტილია ახლომდებარე ავტომაგისტრალი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა