ბაქოში დახურეს უნივერსიტეტი, რომელიც სავარაუდოდ ფეთულა გიულენის სახელს უკავშირდება

ბაქოში დახურეს უნივერსიტეტი, რომელიც სავარაუდოდ ფეთულა გიულენის სახელს უკავშირდება

ბაქოში დახურეს კერძო "კავკასიური უნივერსიტეტი", რომელიც სავარაუდოდ, აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთულა გიულენის სახელს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

თავის მხრივ, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი აზერბაიჯანში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"ბიბისი" წერს, რომ კავკასიური უნივერსიტეტი 1993 წელს, თურქმა მეწარმეებმა დააფუძნეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო "ტურანი" იტყობინება, რომ მისი დამფუძნებლები გიულენთან დაკავშირებული პირები არიან, ხოლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია "სოკარია".

"ბიბისი" აღნიშნავს, რომ 2014 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ სახელმწიფო უწყებებიდან დაიწყო იმ თანამშრომლების დათხოვნა, რომლებიც გიულენთან იყვნენ კავშირში და აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თურქეთის თხოვნით მიიღო.

ასევე წაიკითხეთ: 12 სასწავლებელი საქართველოში, რომლებიც ფეთულაჰ გიულენის სახელს უკავშირდება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა