"რომეო და ჯულიეტა" ჩეჩნეთიდან: წყვილმა თავი მოიკლა, რადგან დედა მათი ერთობის წინააღმდეგი იყო

"რომეო და ჯულიეტა" ჩეჩნეთიდან: წყვილმა თავი მოიკლა, რადგან დედა მათი ერთობის წინააღმდეგი იყო

21 წლის ზალინა ტ-ს და 19 წლის უმარ ბ.-ს გვამები გროზნოში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. დაქორწინების შემდეგ, წყვილი ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ნაცნობების თქმით, უმარის დედა, რომელიც ქალაქის გავლენიანი ექიმია, მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო, თვლიდა, რომ მის შვილს ცოლი არ შეეფერებოდა. იწუნებდა იმის გამო, რომ გოგონა ღარიბი ოჯახიდან იყო და მის ვაჟიშვილზე ორი წლით უფროსი გახლდათ.

ახლობლების თქმით, დედა ცდილობდა უზრუნველი მომავალი შეექმნა ვაჟისთვის, ამიტომ მისთვის დარტყმა აღმოჩნდა როცა მისმა ვაჟმა ცოლად "უბრალო ოჯახის შვილი" მოყივანა. წყვილი შეუღლებიდან სამი დღის შემდეგ აღმოაჩინეს საკუთარ ბინაში გარდაცვლილები.

"თავზე ცელოფნები ჰქონდათ ჩამოცმული, შიგნით კი შლანგი იყო შეყვანილი, რომელიც გაზს უერთდებოდა", - ყვება საქმის გამომძიებელი.

გამოძიება ორმაგი თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა