შემოწმებული 461 მიკროავტობუსიდან კონდიციონერი 189 -ს ჰქონდა ჩართული

შემოწმებული 461 მიკროავტობუსიდან კონდიციონერი 189 -ს ჰქონდა ჩართული

თბილისის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსების მონიტორინგს განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დღის პირველ ნახევარში, ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიცირება ჩართული კი მხოლოდ 189 მიკროავტობუსს ჰქონდა.

დედაქალაქის მერიის დავალებით შექმნილი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, უკვე მეორე დღეა რაც მუნიციპალური ტრანსპორტის შემოწმებას ახორციელებს.

"დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189 მიკროავტობუსს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა. მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ რეაგირების მიზნით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" ოპერატიულად აცნობეს. ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ",- აცხადებენ თბილისის მერიაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ