თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ზომა აუცილებელია "საფრთხეების ნეიტრალიზების" მიზნით. 

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ერდოღანმა განაცხადა, რომ "სწრაფად მოხდება იმ ტერორისტული ორგანიზაციის ყველა ელემენტის ნეიტრალიზება, რომელიც გადატრიალების მცდელობის დროს გამოიყენეს".

თურქეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებს ამ პერიოდის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნებათ.

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს, სამსახურიდან მოხსნეს ან მუშაობის უფლება შეუჩერეს სულ მცირე 45 ათას ადამიანს. დაკავებულია 6 000-მდე სამხედრო მოსამსახურე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა