მიუნხენის პოლიცია სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ სამ პირს ეძებს

მიუნხენის პოლიცია სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ სამ პირს ეძებს

მიუნხენის პოლიცია სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ სამ პირს ეძებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მათი მონაცემებით, ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, სადაც თავდაპირველად განხორცილელდა სროლები, სამი ადამიანი ისროდა.

ამასთან, მიუნხენში რკინიგზის სადგურის ევაკუაცია განხორცილედა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლები იყო მიუნხენის მარიენპლატცის მეტროს სადგურში.

პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, ნუ აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეომასალებს შემთხვევის ადგილებიდან. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ამუშავდა უსაფრთხოების გადამოწმების ფუნქცია, სახელწოდებით „შეიარაღებული თავდასხმა მიუნხენში“. აღნიშნული ფუნქციით მომხმარებლებს შეუძლიათ დაადასტურონ, რამდენად უსაფრთხოდ იმყოფებიან თავად და მათი მეგობრები.

ინტერპრესნიუსი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა