როგორ დავიძინოთ სიცხეში - რჩევები მათ ვინც ქალაქიდან ვერ გადის

როგორ დავიძინოთ სიცხეში - რჩევები მათ ვინც ქალაქიდან ვერ გადის

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა სიცხეა. მაღალი ტემპერატურა ღამე ძილის პრობლემებსაც ქმნის. გამოცემა "ტელეგრაფი" გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა დავიძინოთ ცხელი ამინდის დროს კომფორტულად:

გაამზადეთ ცივი წყლით სავსე ბოთლი. ცნობილი მეთოდია ზამთარში საწოლში თბილი წყლით სავსე ბოთლების განთავსება, ზაფხულში კი შეგიძლიათ პირიქით გააკეთოთ. ცივი წყლით სავსე ბოთლი ზეწრის ქვემოთ მოათავსეთ, ეს ლოგინის გაცივებას შეუწყობს ხელს.

განათავსეთ პიჟამა პოლიეთილენის პარკში და შედეთ საყინულეში ჩაცმამდე 15 წუთით ადრე. ცივი პიჟამა ხელს შეუწყობს გაგრილებას.

მიიღეთ ცივი შხაპი. ცივი შხაპი შესაძლოა არ იყოს სასიამოვნო, თუმცა, ღამით სხეულის გასაგრილებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ჩაიცვით ბამბის ქსოვილით შეკერილი ტანსაცმელი. ვინაიდან ბამბა ხელს უწყობს კანს ისუნთქოს და სიცხის დროს გაცილებით უფრო კომფორტულია.

დაიდგით ცივი წყლით სავსე ჭიქა საწოლთან. მაღალი ტემეპერატურის დროს სასურველია რომ მიიღოთ ბევრი წყალი, რათა სხეულის დეჰიდრატაცია არ მოხდეს... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ