სავაჭრო ობიექტებში საზამთროს და ნესვს ამოწმებენ - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

სავაჭრო ობიექტებში საზამთროს და ნესვს ამოწმებენ -  სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ბაღჩეული კულტურები შეამოწმეს.

სეზონურობიდან გამომდინარე, აქცენტი საზამთროსა და ნესვზე გაკეთდა, რადგან ზაფხულში ამ პროდუქტების მოხმარება განსაკუთრებით დიდია.

მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება; გამოვლინდა მცირედი შეუსაბამობა, რაზეც რეალიზატორმა გაითვალისწინა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების რეკომენდაცია და პროდუქცია რეალიზაციიდან ამოიღო.

სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, ყურადღება მიაქციოს საზამთროსა და ნესვის კანს - ის არ უნდა იყოს დარბილებული და დაზიანებული; დაჭრამდე კი აუცილებლია მისი კარგად გარეცხვა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ