მექსიკაში, ქალაქის მერი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოკლეს

მექსიკაში, ქალაქის მერი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოკლეს

მექსიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სან ხუან ჩამულას მერი საჯარო შეკრებაზე მოკლეს. დომინგო ლოპეს გონსალესს, მაშინ ესროლეს, როდესაც ის ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოსახლეობის მოთხოვნით მივიდა მათთან შესახვედრად.

მოსახლეობის პროტესტი მერიის გადაწყვეტილებამ გამოიწვია - ქალაქის მერმა უარი განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სახელოსნო წარმოების დაფინანსებაზე

ქალაქის მერთან ერთად ვიცე-მერი და კიდევ სამი თანმხლები პირი მოკლეს. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ხელისუფლების განმარტებით, სამართალდამცველები მომხდარს უკვე იძიებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა