"კილოგრამების გამო, თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდე!"

"კილოგრამების გამო, თავს დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდე!"

მსახიობ ნინო მუმლაძეს მოთმინება და ტაქტი ეყო, ჩემი ალოგიკური შეკითხვებისთვის ეპასუხა, უფრო მეტიც - საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა: ნინომ წარმატებით დააღწია თავი თამაზ მეჭიაურის სასიყვარულო იერიშს, საცურაო კოსტიუმით პოზირებასთან დაკავშირებულ შეთავაზებასაც შეგნებულად მიუდგა, პანდების ოჯახშიც შეიპარა და დიდი შემოქმედისთვის საინტერესო შეკითხვაც მოიფიქრა... თავშეკავებამ მხოლოდ მაშინ უმტყუნა, როცა საგრიმიოროში "საშიშმა და სისხლისმსმელმა" ფრთოსანმა მიაკითხა...

- ნინო, ვთქვათ, სპექტაკლის პრემიერამდე, როგორღაც, საგრიმიოროში ქათამი შემოვიდა. როგორ მოიქცევი?

- ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, სად ვარ და როგორ ვარ - ისტერიკულ კივილს ავტეხ და ხვეწნას დავიწყებ, ქათამი გაიყვანონ ან თუ ამის შესაძლებლობა მექნება, თავად გამოვიქცევი იქიდან, სცენაზე ჩავალ! ვინმეს ვთხოვ, რომ ტანსაცმელი ჩამომიტანოს... ისე კი, ცოტა წარმოუდგენელია - თეატრში ქათამს რა უნდა (იცინის)?!

- ვიცი, რომ დიდი ხანია, ქათმების ფობია გაქვს და ისიც ვიცი, რომ ფსიქოლოგიით ხარ გატაცებული. როგორ მოხდა, რომ ქათმების მიმართ შიში ვერ დასძლიე?

- ალბათ, ძალიან მონდომებული არ ვარ, რომ ეს ფობია დავძლიო, რადგან ცხოვრებაში ქათმებთან შეხვედრა იშვიათად მიხდება - მაინც, ქალაქში ვცხოვრობ (იცინის)... ზაფხულობით, აგარაკზე როცა მივდივარ, მეზობლებმა ჩემი შიშის შესახებ იციან და ქათმები "დაბმული" ჰყავთ - საქათმიდან იშვიათად უშვებენ.

- ვთქვათ, თამაზ მეჭიაურისგან სასიყვარულო შეტყობინებას იღებ...

- ძალიან გამიკვირდება (იცინის). ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, ამიტომ არ ვიცი, მის შეტყობინებაზე როგორი რეაქცია მექნება. ისე, ძალიან სერიოზული, ადეკვატური და კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ მისგან ჩემთვის სასიყვარულო შეტყობინების გამოგზავნა წარმოუდგენელია... ალბათ, მადლობას ვეტყვი, რომ მაფასებს, სხვას ვერაფერს.

- მისგან პაემანზე მიპატიჟებას თუ დასთანხმდებოდი?

- რა თქმა უნდა, არა. ჯერ ერთი, როგორც ვიცი, დაოჯახებულია; პლუს, ადამიანს, რომელსაც აბსოლუტურად არ ვიცნობ და არ მაინტერესებს, პაემანზე რატომ უნდა დავთანხმდე?!

- უცნობი ადამიანებისგან ხშირად იღებ რომანტიკულ შეტყობინებას?

- "ლაივში" - უფრო იშვიათად. ძირითადად, ადამიანები სითამამეს ინტერნეტში იჩენენ. ვცდილობ, "გავატარო", ყურადღება არ მივაქციო... თუ უბრალოდ, ლამაზ ქათინაურებს მეუბნებიან, მადლობას მეც ვწერ.

- პოლიტიკოსთან თანაცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

- საერთოდ, თუ ადამიანი მოგწონს, გიყვარს, მასთან თავს კარგად გრძნობ, რა მნიშვნელობა აქვს, რა პროფესიის წარმომადგენელია? ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია - პროფესია და საქმიანობა ადამიანის პიროვნულობას არ განსაზღვრავს. თუ ისე მოხდა, რომ გავიცანი ადამიანი, ვინც შემიყვარდა, ვისთანაც თანაცხოვრება მინდა, პოლიტიკოსი იქნება, პარლამენტის წევრი თუ მეეზოვე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, რომელ გამოჩენილ ადამიანთან შეხვედრას ისურვებდი?

- უიმე, ძალიან ბევრთან. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, სალვადორ დალის გავიცნობდი, რადგან ეს ადამიანი განსხვავებული, ეპატაჟური და იმავდროულად, დიდი შემოქმედი იყო. მისი შემოქმედება ძალიან მომწონს. თან, შარშან ბარსელონაში ვიმოგზაურე, სალვადორ დალის შესახებ ბევრი რამ გავიგე, მისი ნამუშევრები საკუთარი თვალით ვნახე. სალვადორ დალის შემოქმედების ფანი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ მისი ხელოვნებით, პიროვნებით კიდევ უფრო აღვფრთოვანდი და თან, ეს ადამიანი ჩემთვის კიდევ უფრო ამოუცნობი გახდა. საინტერესოა, როგორი ადამიანი იყო სინამდვილეში?..

- როგორ წარმოგიდგენია თქვენი დიალოგი?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება