ვარსკვლავები, რომლებმაც მეუღლეებთან დაშორების შემდეგ, მათთვის მიძღვნილი სვირინგები მოიშორეს

ვარსკვლავები, რომლებმაც მეუღლეებთან დაშორების შემდეგ, მათთვის მიძღვნილი სვირინგები მოიშორეს

წყვილები ერთად ყოფნისას სიყვარულის დემონსტრირების მიზნით გაკეთებულ სვირინგებს, დაშორების შემდეგ ძალიან ნანობენ ხოლმე და მათი ან მოშორება ან გადაკეთება უწევთ. ამ რეალობის წინაშე დგებიან ვარსკვლავებიც, რომელთა სხეულსაც ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა.

მაგალითად, ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმრის ბილი ბობ ტორნტონის სახელი და დრაკონის ტატუ ჰქონდა მხარზე, რომელიც მასთან დაშორების შემდეგ მოიშორა და ახალი სვირინგი გაიკეთა.

ბონდის ყოფილ ქალს დენის რიჩარდს, მეუღლის ჩარლი შინის სახელი ქონდა მიწერილი ტერფთან, რომელიც 2005 წელს მასთან განშორების შემდეგ მოიშორა და მის ადგილას ფერია დაიხატა.

მსახიობ მელანი გრიფიტს ქმრის, ანტონიო ბანდერასის სახელი 18 წლის მანძილზე გულის სიმბოლოთი ჰქონდა ამოსვირინგებული მკლავზე. 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მელანიმ კი ტატუირებული გულიდან ანტონიოს სახელი ამოშალა.

ჯონი დეპს თითებზე ცოლის ემბერ ჰერდის მოფერებითი სახელი SLIM ეწერა, მას შემდეგ, რაც ჰერდმა სასამართლოში უჩივლა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშულა, 53 წლის მსახიობმა წარწერა გადააკეთა სიტყვად SCUM, რაც "ნაძირალას" ნიშნავს.

ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ ამ ვარსკ ვლავების ტატუთი და ტატუს მოშორების შემდეგ გადაღებულ ფოტოებს  დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება