გერმანიის ქალაქ კიოლნში, დასაქმების სააგენტოში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციელები შეიარაღებულ ქალს ეძებენ. "როიტერის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო , რაც პოლიციამ შეიარაღებული ქალბატონის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
აღნიშნული პირის შესახებ პოლიციას თვითმხილველებმა აცნობეს. ამ დროისთვის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.