ნარკომოვაჭრეებს ფილიპინებში სასტიკად უსწორდებიან - ქუჩებში დაყრილი ცხედრების შოკისმომგვრელი კადრები

ნარკომოვაჭრეებს ფილიპინებში სასტიკად უსწორდებიან - ქუჩებში დაყრილი ცხედრების შოკისმომგვრელი კადრები

ფილიპინებში პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მიერ ნარკობარონების წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად ქუჩებში გვამებია მიმოფანტული. გარდაცვლილთაგან ზოგი გაშიშვლებულია, დაბმულია, სხვებს სახე წებოვანი ლენტით აქვთ დაფარული, სამოსი კი სისხლში მოსვრილი. ცოლები და ოჯახის წევრები მათ უსიცოცხლო სხეულებს დასტირიან. ნარკომოვაჭრეებს პოლიციელები ყოველგვარი გასამართლების გარეშე, პირდაპირ ქუჩაში ხოცავენ.

ფილიპინელმა სამართალდამცველებმა მხოლოდ ივლისის დასაწყისში, 300 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ეს ციფრი კი ყოველდღიურად იზრდება. პრეზიდენტმა დუტერტემ პოლიციას მოუწოდა, გაასამმაგონ ძალისხმევა, რადგან ნარკოტიკებთან, რომლებიც ქვეყანას ღუპავენ, ნებისმიერი ხერხით ბრძოლა გამართლებულია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა (გაფრთხილებთ შეიცავს მძიმე კადრებს!)

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა