შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტით გაიხსნა. მსმენელი ახალ საკონცერტო დარბაზში 18:00 საათიდან შეიკრიბა.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს ჰპირდება. მომღერალი საქართველოს პირველად ეწვევია.
მომღერალმა თავისი გამოსვლა სამადლობელი ვრცელი ტექსტით დაიწო. მან მადლობა გადაუხადა ქართველებს და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ქართული სტუმართმოყვარეობით. მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როცა კრისტინა აგილერამ სცენაზე ქართველი მომღერლები გამოიყვანა.
კონცერტს 10 000-მდე ქართველი და უცხოელი მსმენელი ესწრება.
ასევე იხილეთ: ბერა, ირაკლი ღარიბაშვილი და ცნობილები კრისტინა აგილერას კონცერტის მოლოდინში