სროლა ტეხასში: დაღუპულია ერთი, დაშავდა - 3 ადამიანი

სროლა ტეხასში: დაღუპულია ერთი, დაშავდა - 3 ადამიანი

ამერიკაში ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის ცენტრალურ რეგიონში სროლების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინდეფენდენთი" ავრცელებს სამართალდამცველებზე დაყრდნობით.

პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, სროლის შედეგად 30 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილებს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული, თუმცა დაზიანების სიმძიმე ცნობილი არ არის.

პოლიციის თანამშრომლებმა მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავის შეკავება სთხოვა. ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ორივე სროლა ერთსა და იმავე რაიონში მოხდა, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

იხილეთ ვიდეო: ტეხასში მომხდარი სროლის პირველი კადრები

რაიონს ახლა სამართალდამცველები აკონტროლებენ. თვითმხილველები საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ამსახველ ფოტომასალას დებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა