რა ფოტოს ავრცელებს კრისტინა აგილერა საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

რა ფოტოს ავრცელებს კრისტინა აგილერა საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

30 ივლისს, შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტით გაიხსნა. ექვსი გრემის მფლობელი ვარსკვლავმა მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა და თავბრუდამხვევი შოუ წარუდგინა. მომღერალი საქართველოში პირველად იმყოფებოდა. ის ბათუმში 28 ივლისს ჩამოვიდა 40-კაციან ჯგუფთან ერთად და სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა.

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მომღერლის ინსტაგრამისა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე, რომელთაც საერთო ჯამში 30 მილიონამდე ხელმომწერი ჰყავს, ახალი ფოტო განთავსდა. მასზე აგილერა და მისი ჯგუფის წევრები არიან ასახულნი, ფოტოს წარწერაში კი ვკითხულობთ:

"ვბრუნდებით უკან საქართველოში გამართული საოცარი შოუს შემდეგ. მიყვარხართ მეგობრებო და მიყვარს ჩემი გუნდი, რომელიც მეხმარება ამ საოცრების მოხდენაში" - წერს პოპ-ვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გაუმასპინძლდნენ კრისტინა აგილერას ბათუმში - რა ფოტოებს ავრცელებენ ვარსკვლავის მოცეკვავეები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება