ამერიკელი ექსტრემალის დაუჯერებელი ნახტომი: 8 კილომეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე!

ამერიკელი ექსტრემალის დაუჯერებელი ნახტომი: 8 კილომეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე!

ამერიკელი ექსტრემალი 7,5 კილომეტრის სიმაღლიდან ვერტმფრენიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა. ლუკ ეიკინსის თავდაცვის ერთადერთი საშუალება ხმელეთზე გაჭიმული ბადე იყო, რომლის სიგრძე და სიგანე 30 მეტრს შეადგენდა.

ამერიკელ ექსტრემალთან ერთად 3 პარაშუტისტი გადმოხტა, რომლებიც ჰაერში ეიკინსის დაზღვევას ცდილობდნენ. 42 წლის ექსტრემალის გადმოხტომას, რომელიც 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა, მაყურებელი Fox News-ის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

ეიკინსის წარმატებულ დაშვებას ოჯახის წევრები ადგილიდან გულშემატკივრობდნენ.

წინასწარი ცდების დროს 91 კილოგრამი წონის მქონე მანეკენმა ბადე გახია და ჩავარდა.

სპორტული კარიერის განმავლობაში ექსტრემალმა 18 ათასი ნახტომი განახორციელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა