ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი პოლიციას ჩაბარდა, ორი - ჰოსპიტალიზირებულია

 ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი პოლიციას ჩაბარდა, ორი - ჰოსპიტალიზირებულია

ერევანში პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფების 2 წევრი სამართალდამცველებს ჩაბარდა, ორი კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერფაქსი" ავრცელებს.

"პოლიციის განყოფილების შენობიდან დაჯგუფების ორი წევრი გამოვიყვანეთ, რომელთაგან ერთ-ერთი რუბენ გრიგორიანი, მეორე კი გევორგ მელკონიანია", - ნათქვამია პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლის განცხადებაში.

თვითმხილველთა ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებული პოლიციის განყოფილების შენობიდან სროლის ხმა ისმის. ეუთო-მ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, არ მიმართონ ძალადობრივ და პროვოკაციულ ქმედებებს.

"სიტუაცია კონტროლირებადი უნდა გახდეს, საზოგადოებრივი წესრიგი კი კანონის უზენაესობისა და დემოკრატიულობის ფარგლებში უნდა აღდგეს", -ნათქვამია განცხადებაში.

ცნობლი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავდა, თავისი მუშაობა დაასრულა. "საბჭოს წევრების უმეტესობა დაკავებულია, დარჩენილებს კი ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვთ", - განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ალბერტ ბაღდასარიანმა.

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილება 17 ივლისს აიღო, მათ მძევლები აიყვანეს და ოპოზიციონერი აქტივისტის გათავისუფლება და ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანიანის გადადგომა მოითხოვეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა