რუსული როკ ჯგუფის „Звери“-ს კონცერტი Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში 29 აგვისტოს ბათუმში გაიმართება

რუსული როკ ჯგუფის „Звери“-ს კონცერტი Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში 29 აგვისტოს ბათუმში გაიმართება

2016 წლის 29 აგვისტოს, ბათუმში კორტების ტერიტორიაზე გაიმართება რუსული როკ ჯგუფი „Звери“-ს კონცერტი. ცნობილი რუსული ჯგუფი საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს და შეასრულებს მსმენელისთვის ყველა ნაცნობ და რამდენიმე ახალ სიმღერებს.

„Звери“-ს ბოლო ალბომი „Страха нет“ გაყიდვაში გამოვიდა 2016 წლის პირველ მარტს და უმალვე გახდა რუსეთის ჩარტების ლიდერი. ეს არის ჯგუფის რიგით მე-13 ალბომი.

ჯგუფის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰიტი, როგორებიცაა: До скорой встречи, Дожди-пистолеты, Напитки покрепче, Рома извини და ა.შ.

ჯგუფი დაარსდა 2001 წელს და მისი დამაარსებელი გახლავთ ჯგუფის სოლისტი, რომა ბილიკი (რომა ზვერი).

კონცერტის ბილეთები იყიდება www.tkt.ge ს საიტზე და ასევე მათ სალაროებში, რომელიც მდებარეობს თბილისში ფილარმონიის შენობაში და ბათუმში, კორტების ტერიტორიაზე.

კონცერტი ტარდება Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში. კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და აჭარის მთავრობა.

კონცერტის ორგანიზატორია კომპანია GTS Group, რომელიც უკვე 2 წელია მუშაობს შოუბიზნესის სამყაროში და ორგანიზებას უწევს კონცერტებს როგორც საქართველოში და ასევე მის საზღვრებს გარეთ.

https://www.facebook.com/events/1645460285776738/

ღონისძიების მედია მხარდამჭერია ამბები.გე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება