ტატიანა და ევგენი გოლუშკოვები ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ნამდვილი სიყვარულისთვის არ არსებობს არანაირი დაბრკოლება. ტატიანა 11 შვილის დედაა. ტატიანასა და მის პირველ მეუღლეს ფამილს ყოველთვის უნდოდათ ბევრი შვილის ყოლა. თუმცა 11 შვილის გაჩენის შემდეგ, ფამილმა დაიწყო სმა და ხელიც ასწია ცოლზე. ტატიანამ სასამართლოს მიმართა განქორწინების თაობაზე.
"სიცოცხლე ერთი მაქვს. ბავშვებსაც რაში სჭირდებათ ამ ყველაფრის ყურება. როგორც კი გაიგო მოსამართლემ, თუ რამდენი შვილი მყავდა თქვა: "ქალი, რომელსაც 11 შვილი ჰყავს უმიზეზოდ არ გაშორდება ქმარს!" იმ დღესვე გააკეთა განქორწინება!
"შეცდომაა, როდესაც ფიქრობენ, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ბავშვების გამო. თუ ქალი ნორმალური დედაა, ის ტყავიდან გამოძვრება და მოახერხებს აჭამოს, ასვას და ჩააცვას შვილებს", - ამბობს ტატიანა ინტერვიუში.
თუმცა დიდხანს არ მოუწია ქალს მარტო ყოფნა. 1 წლის შემდეგ იგი მზარეულად მოეწყო, სადაც გაიცნო ევგენი, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსი იყო. ასაკში ამხელა სხვაობა მათთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. ევგენი მას პაემანზე ეპატიჟებოდა, ტატიანა კი ვერ ბედავდა მოეყოლა ბავშვების თაობაზე... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები