"ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით წელიწადი გაგრძელდა" - ნინი ონიანის დაუვიწყარი ზაფხული

"ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით წელიწადი გაგრძელდა" - ნინი ონიანის დაუვიწყარი ზაფხული

მომხიბვლელი ნინი ონიანისთვის ზაფხული სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებითა და საზღვარგარეთ მოგზაურობით დაიწყო. იმედი აქვს, რომ აგვისტოსაც აქტიურად და ენერგიულად გაატარებს.

- ნინი, უკვე გადაწყვეტილი გაქვს, სად დაისვენებ?

- ჩემთვის საზაფხულო არდადეგები დაუგეგმავად დაიწყო: ეგვიპტეში გადაღებაზე ვიყავი და დაუვიწყარი დრო გავატარე... შემდეგ ანტალიაში "Maroon5"-ის კონცერტზე წავედი. საგზური და კონცერტის ბილეთები მაჩუქეს. ეგვიპტეშიც დამპატიჟეს და იმედია, იქ წასვლას მოვახერხებ. მინდა, ეს ზაფხული მოულოდნელობებითა და მოგზაურობებით სავსე იყოს, ბოლომდე ასე გაგრძელდეს.

- თუ საიდუმლო არ არის, გვითხარი, ვინ დაგპატიჟა? შენს პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლე ხომ არ არის?

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მოდი, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. რამდენჯერაც რაიმე ვთქვი, არ გაამართლა.

- სად გიყვარს დასვენება -ზღვაზე თუ მთაში?

- ბუნებაში დასვენება ძალიან მიყვარს, მაგრამ მე უფრო ზღვის გოგო ვარ.

- შენთვის იდეალური დასვენება როგორია?

- ჩემთვის იდეალური დასვენებაა მზე, ზღვა და საყვარელი ადამიანების გარემოცვა.

- დასასვენებლად რომ წახვიდე, საამისოდ რამდენი ხნით ადრე იწყებ სამზადისს?

- ბარგს გამგზავრების წინა დღეს ვალაგებ. ბევრი სამოსის წაღება მიყვარს და ხშირად, ისე ხდება, რომ ნახევარსაც არ ვიცვამ.

- ზღვის განუყოფელი ნაწილი რა არის?

- ზღვის განუყოფელი ნაწილი მე ვარ (იცინის). მიყვარს რაც შეიძლება ნაკლებად დახურული საცურაო კოსტიუმები და ბევრიც მაქვს.

- გაიხსენე ზაფხული, რომელიც ყველაზე კარგად გახსენდება...

- დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ზაფხული კარგად დაიწყო და ვფიქრობ, ეს ის ზაფხულია, რომელიც ყველაზე კარგად გამახსენდება.

- შენი ცნობადობა დასვენებაში ხელს ხომ არ გიშლის?

- არა, ეს დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის... იცი, ანტალიაშიც კი გამომემცნაურა თურქი ბიჭი. მითხრა, თბილისში ხშირად ვარ და გიცანიო. მერე ვხუმრობდი, - თურქეთშიც კი პოპულარული ვარ-მეთქი.

- დასვენების დროს შოპინგისთვის იცლი? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება