ამერიკაში, ვერმონტში მამაკაცს, რომელმაც აღიარა თავისი შეყვარებულის შვილის მკვლელობა მოზარდის საკვებ მილში არყის ჩასხმით, სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
უოლტერ რიხტერსს სამშბათს გამოუტანეს განაჩენი. მას წელიწადნახევარი მოაკლეს, რადგან ეს დრო უკვე ციხეში ჰქონდა გატარებული. რიხტერსი 2014 წელს ოქტომბერში დააკავეს 13 წლის ისააკ რობიტილის მკვლელობისათვის. 38 წლის რიხტერსის თქმით, ბიჭის დედა დათანხმდა შვილის ამ გზით სიკვდილს და თავის საყვარელს უფლება მისცა ბავშვი მიეკლა, რადგან ის "მოუსვენარი იყო".
გარდაცვლილი ბრმა იყო, არ ქონდა ყურები და მრავალი ორგანო ქონდა განუვითარებელი. რიხტერი ამბობს, რომ ნანობს ჩადენილს.
მომზადებულია nydailynews.com-ს მიხედვით