"ბა­რო­ნი მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და" - რომელია ია ვახანიას საოცნებო როლი

"ბა­რო­ნი მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და" - რომელია ია ვახანიას საოცნებო როლი

"ი­სე­თი აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ვერ ვარ, რო­გო­რიც მინ­და, რომ ვი­ყო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დიდ დროს ვა­ტა­რებ და აქე­და­ნაც ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ია ვა­ხა­ნია. მი­სი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი - გა­ლაკ­ტი­ო­ნი, ალექ­სან­დ­რე პუშ­კი­ნი, ბულ­გა­კო­ვი და დუმ­ბა­ძე არი­ან, მაგ­რამ დას­ძენს, რომ ეს საყ­ვა­რელ ავ­ტორ­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ ხში­რად უბ­რუნ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ბევ­რ­ჯერ "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" აქვს წა­კითხუ­ლი და თვლის, რომ ეს მხო­ლოდ სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა არ არის, მას­ში იმ­დე­ნად დი­დი ცოდ­ნაა ჩა­დე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს რომ გა­მო­ად­გე­ბა.

- სა­ნამ "თე­ატ­რა­ლურ­ში" ჩა­ვა­ბა­რებ­დი, პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფი­ლო­ლო­გი ვარ. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ბევრს ვკითხუ­ლობ­დი, ეს აუცი­ლე­ბე­ლიც იყო. მსა­ხი­ო­ბო­ბა თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, თა­ვი­დან­ვე ამ ფა­კულ­ტეტ­ზე არ ჩა­ვა­ბა­რე. "თე­ატ­რა­ლუ­რის" სტუ­დენ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­ხ­დი. უფ­ლის მად­ლი­ე­რი გახლავართ, დღეს მსა­ხი­ო­ბი რომ ვარ, მიყ­ვარს ეს საქ­მე და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­თან. გრი­გორ გო­რი­ნის ბა­რო­ნი მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი კი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და. ქა­ლი ვარ და სამ­წუ­ხა­როდ, ამ როლს ვერ ვი­თა­მა­შებ.

სა­ოც­ნე­ბო რო­ლი რო­მე­ლია? ჯუ­ლი­ე­ტა, მაგ­რამ ამ რო­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და გამ­ხ­და­რი ვარ, ვერ ვი­თა­მა­შებ. ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი მომ­წონს და მხიბ­ლავს.

წიგ­ნი არას­დ­როს მო­მი­პა­რავს, მაგ­რამ მო­წო­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ახ­ლობ­ლებ­თან იმ­დე­ნი მი­წუ­წუ­ნია, უჩუ­ქე­ბი­ათ. წიგ­ნე­ბის გა­ჩუ­ქე­ბა თა­ვა­დაც მიყ­ვარს.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ინ­ტერ­ნეტ­ში ხში­რად ვთა­მა­შობ, სა­ინ­ტე­რე­სოდ ვერ­თო­ბი.

ცუ­დი მეხ­სი­ე­რე­ბა არ მაქვს, ნა­ნა­ხი და წა­კითხუ­ლი იოლად მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა. ერ­თი პე­რი­ო­დი ლექ­სებ­საც ვწერ­დი. წიგ­ნი ჯერ არ გა­მო­მი­ცია, მაგ­რამ ერ­თი პა­ტა­რა კრე­ბუ­ლის ლექ­სე­ბი მაქვს.

- მი­სი ფე­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის შემ­დე­გი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით ლაგ­დე­ბა: წი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე, ცის­ფე­რი, ლურ­ჯი და იის­ფე­რი. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- რა თქმა უნ­და, ცი­სარ­ტყე­ლა­ზე.

- ამ ცხო­ვე­ლის სმე­ნა ადა­მი­ა­ნის სმე­ნას 4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა, ხო­ლო ყნოს­ვა - 37-ჯერ. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გა­რე­უ­ლია თუ ში­ნა­უ­რი?

- ში­ნა­უ­რი.

- კა­ტა?

- ცდე­ბი.

- მა­შინ ძაღ­ლი იქ­ნე­ბა. მე კა­ტე­ბი მე­ტად მიყ­ვარს.

- ქა­ლი და კა­ცი გზა­ზე მი­დი­ან, მათ ვი­ღაც და­ემ­გ­ზავ­რე­ბა და ჰკითხავს, თქვენ ერ­თ­მა­ნე­თის რა ხარ­თო? ქა­ლი უპა­სუ­ხებს, - ამ კა­ცის დე­და ჩე­მი დე­დის დე­დამ­თი­ლიაო. გა­მო­ი­ცა­ნი, ვინ არი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ქა­ლი და კა­ცი?... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება