27 ივლისს ბათუმის ბონის კულტურის სახლში სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა გუშინ თელავში იმავე მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელმა ყრილობამ. აღნიშნულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმურება:
"ეს საქართველოს კანონია "თავისუფლების ქარტია".
ეს მისი პირველი მუხლია:
"ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით.... კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა."
ხოდა იდეოლოგიის საფუძვლებისო, იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებებისო!!!!
თუ ერთი ორ დღეში ვერ მიხვდებით პროპაგანდა, კომუნისტური, ტოტალიტარული იდეოლოგიის ქადაგება რას ნიშნავს ამაზეც შეგეხმიანებით.
და მხოლოდ ნამგალი და ურო არ დაახატოთ კედლებზე ძახილი არ გვიშველის, პროპაგანდა, ზომბირება, იდეოლოგიის ქადაგება უფრო საშიშია და ასალაგმია.
- სიძულვილის ენა დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი არ არის!!
- კომუნისტური იდეოლოგიის, ოკუპანტის მორჩილების ქადაგებაც, გამოხატვის თავისიფლების კომპონენტი არ არის!!!
- კანონი პირდაპირ ამბობს "აკრძალვაო" და კიდევ მანამდე "პრევენციული ზომებიო".
ხოდა ველოდებით!!!!
მადლობთ ყურადღებისთვის".
იხლეთ ასევე: სუს-მა შსს-ს მიმართა, ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გაატაროს