ოსკარ პისტორიუსმა თვითმკვლელობის მცდელობა უარყო

ოსკარ პისტორიუსმა თვითმკვლელობის მცდელობა უარყო

სამხრეთ აფრიკელმა ათლეტმა ოსკარ პისტორიუსმა თვითმკვლელობის მცდელობა უარყო. "ინდეფენდენტის" ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ციხის პრეს-სპიკერმა გააკეთა.

"ოსკარ პისტორიუსმა სუიციდის მიზნით დაზიანებების მიყენების ფაქტი და ამ საკითხზე არსებული სპეკულაციები უარყო და განმარტა, რომ საწოლიდან გადმოვარდნის დროს დაშავდა. კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა გამოსასწორებელი დაწესებულებების დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მანელისი ვოლელამ.

ოსკარ პისტორიუსი მაჯებზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად არის გადაყვანილი.

გასულ თვეს პროკურორმა განაცხადა, რომ 6-წლიანი სასჯელი ძალიან მსუბუქია იმისთვის, ვინც ადამიანი მოკლა. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ოსკარ პისტორიუსმა თავის მეგობარ გოგოს 2013 წელს ვალენტინობის დღეს დახურული აბაზანის კარიდან ესროლა. ათლეტის განმარტებით, მას სახლში შემოსული ადამიანი თავდამსხმელი ეგონა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა