"ისლამური სახელმწიფო" ავღანეთში აშშ-ს იარაღის ხელში ჩაგდების შესახებ იუწყება

"ისლამური სახელმწიფო" ავღანეთში აშშ-ს იარაღის ხელში ჩაგდების შესახებ იუწყება

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმის კუთვნილი იარაღის ხელში ჩაგდების შესახებ აცხადებს. "როიტერის" ინფორმაციით, "ბოევიკებმა" ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც თითქოს, ნაჩვენებია იარაღი და მოწყობილობა, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებს ეკუთვნით და რომლებიც დაჯგუფებამ ავღანეთის აღმოსავლეთში ჩაიგდო ხელთ.

ინფორმაციის თანახმად, ფოტოებში ჩანს ამერიკული პორტატული სარაკეტო დანადგარი, რადიო, ყუმბარები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ავღანეთის ჯარს არ გააჩნია. ასევე ნაჩვენებია ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრის საიდენტიფიკაციო ბარათი.

ამავდროულად, ამერიკის სარდლობა ქაბულში უარყოფს ნებისმიერ შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედრო "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში იმყოფება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა