Gem Fest-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა - როგორ ემზადება ანაკლიის სანაპირო ფესტივალისთვის

Gem Fest-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა - როგორ ემზადება ანაკლიის სანაპირო ფესტივალისთვის

საქართველოში პირველი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST-ი მსოფლიო დონის არტისტებს 9-14 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. თუმცა, მანამდე ზღვისპირეთში ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დასასრულს უახლოვდება.

დამონტაჟებულია სცენები, იშლება კარვების ქალაქი, მიმდინარეობს სარეგისტაციო ზონის მონტაჟი. სამუშაოების დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ მედიატურზე მიეცათ.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავეს და სპეციალურად მოწყობილ "კარვების ქალაქში" ჩრდილების მოწყობაზე იზრუნეს. მოეწყობა კომფორტული საშხაპეები და ნივთების შესანახი სპეციალური ჩამკეტის მქონე ყუთები.

დაათვალიერეთ ფოტოები ანაკლიის სანაპიროდან

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა და დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფესტივალზე დასასწრებად ამ დროისათვის 10 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, თუმცა ონლაინ ბილეთების მყიდველთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

რაც შეეხება წლევანდელ მუსიკალურ პროგრამას, ანაკლიაში 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული მუსიკის წამყვანი არტისტები ხუთ სცენაზე დაუკრავენ. ოთხდღიანი ფესტივალის ფარგლებში, გარდა მუსიკალური სანახაობისა, სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი - იქნება ეს სპორტული თუ სხვა ტიპის აქტივობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანაკლიაში 25 მილიონი დოლარის ღირებულების აპარატურა უკვე მონტაჟდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრნული მუსიკის მოყვარულებს კარგი ჟღერადობის გარანტია ექნებათ. გასული წლის მსგავსად, წელს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად იქნება დაცული.

საგულიხმოა, რომ ფესტივალის ფარგლებში ანაკლიაში უკვე დაჯავშნილია ყველა დიდი და საოჯახო სასტუმრო. როგორც გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წელს GEM FEST ერთ თვეს გასტანს, რაც მისი ვარაუდით, დამსვენებელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფოტო: თაკო გოგაძე

დაათვალიერეთ ფოტოები ანაკლიის სანაპიროდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება