ივენთმენეჯმენტ კომპანია Funday entertainment-ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 12 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება ცნობილი ნიგერიელი არტისტის, ჰიპ-ჰოპის, სოულისა და რეგეის ვარსკვლავის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით "Walking To Tbilisi".
ბილეთების შეძენა 9 აგვისტოს 11:00 საათიდან იქნება შესაძლებელი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში და საიტზე TKT.GE. პრე სეილის განმავლობაში ბილეთების ფასი 30-დან 100 ლარამდე იქნება. ერთი კვირის ან 1000 ბილეთის გაყიდვის შემდეგ კი ღირებულება გაიზრდება.
ნეკა ლუსია ეგბუნა დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში. 19 წლის ასაკში გადავიდა გერმანიაში და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდიდან ნნეკა იწყებს აქტიურ მოღვაწეობას როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. ნნეკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley.
იგი აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს მან ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა "Viva Africa". ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს "საოცარ" და "შეუდარებელ არტისტს".
ღონისძიების მედიამხარდამჭერია AMBEBI.GE