15-წლიანი რომანის შემდეგ, ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ქორწინდებიან

15-წლიანი რომანის შემდეგ, ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ქორწინდებიან

ანა კურნიკოვასა და ენრიკე იგლესიასის მრავალწლიანი რომანი, როგორც ჩანს საბოლოოდ გადავა ახალ საფეხურზე.

რუსი ჩოგბურთელი, რომელმაც 2001 წლიდან მოყოლებული არაერთხელ უარყო ესპანელ გულთამპყრობელთან ნიშნობის ამბავი, კვლავ დუმილს ამჯობინებს, მაგრამ პაპარაცებმა მოახერხეს ანას მზის შუქზე გამოყვანა. მთელი მსოფლიო მოიარა ფოტოებმა, რომელზეც ანას და ენრიკეს სეირნობაა აღბეჭდილი, ანას კი არათითზე ოქროს ბეჭედი უკეთია დიდი ბრილიანტის თვლით.

ამის შემდეგ, ერთ-ერთი ესპანური ტელეგადაცემის ეთერში იგლესიასმა დაადასტურა, რომ როგორც იქნა მზადაა საყვარელ ქალზე ოფიციალურად დაქორწინდეს. როგორც პოპ-ვარსკვლავი ამბობს, დიდი ხანია ანას თავის მეუღლედ თვლის.

"არ მჯერა, რომ საჭიროა ქაღალდი, იმის საჩვენებლად, რომ ვიღაც გიყვარს. ანა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ახლა ამის თქმა ას პროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია. შეიძლება როდესაც 90 წლის ვიქნები, სხვანაირად ვიფიქრო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება" - განაცხადა მომღერალმა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება