უკრაინის პრეზიდენტი, კიევის მერი, ექს-პრემიერი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის პრეზიდენტი, კიევის მერი, ექს-პრემიერი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ექს-პრემიერი არსენი იაცენიუკი და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი დაკითხვაზე დაიბარა.

საქმე ეხება 2014 წლის იანვარ-თებერვალში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მაიდანის აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.

უკრაინული პრესა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების დაკითხვა მიმდინარე თვეს არის დაგეგმილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა