მაიკლ ფელფსმა ტიტულები 21 ოლიმპიურ ოქრომდე გაზარდა

მაიკლ ფელფსმა ტიტულები 21 ოლიმპიურ ოქრომდე გაზარდა

რეკორდსმენმა მაიკლ ფელფსმა თავის ტიტულები 21 ოლიმპიურ ოქროს მედლამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზში ოქროს მედალი მოიპოვა რიო 2016-ს მეოთხე დღეს. 31 წლის ამერიკელმა დაამარცხა ჩემპიონი ჩედ ლე კლოსი 200 მეტრიან ბატერფლაიში და დაეხმარა ამერიკის გუნდს 4x200 მეტრ ფრისტაილში გამარჯვებაში.

”ძალიან ბევრი მედლებია, არ მჯერა, სრული სიგიჟეა” - გააკეთა კომენტარი ფელფსმა. ფელფსმა საღმო 24 წლის ლე კლოსზე შურისძიებით დაიწყო, რომელმაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოახერხა მისი დამარცხება. ”მინდოდა ოქროს დაბრუნება. აუზში კონკრეტული მისიით ჩავედი და ეს მისია შევასრულე” - განაცხადა ფელფსმა.

ფელფსს და ლე კლოსს კიდევ მოუწევთ შეხვედრა 100 მეტრიან ბატერფლაიში საასპარეზოდ. ამერიკელი ეცდება თავის მედლების რაოდენობა გაზარდოს 4x100 მეტრიან შერეულ ცურვაში და 200 მეტრიან ინდივიდუალურ შერეულ ცურვაში რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა