"გამიტყუეს გარეთ და..." - "მის თბილისი 2016"-ის ორგანიზატორისა და გამარჯვებულის დაპირისპირება ბათუმის ქუჩებში გაგრძელდა

"გამიტყუეს გარეთ და..." - "მის თბილისი 2016"-ის ორგანიზატორისა და გამარჯვებულის დაპირისპირება ბათუმის ქუჩებში გაგრძელდა

"მის თბილისი 206"-ის მიერ, Ambebi.ge-თვის გუშინ მიცემულ ინტერვიუს ხმაურიანი დაპირისპირება მოჰყვა. კონკურსის გამარჯვებულმა ანი გაბლაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მას კონკურსის ორგანიზატორმა თათა ლემონჯავამ კუთვნილი ავტომობილი საჩუქრად აღარ გადასცა. თათა ლემონჯავას და ანი გაბლაიას დაპირისპირება ბათუმის ქუჩებში გაგრძელდა, რომლის შესახებ თათა ლემონჯავა თავად გვესაუბრა.

- ანი გაბლაიას ბრალდებები აბსურდულია, მან უნდა დაამტკიცოს რატომ ვარ აფერისტი და არაპროფესიონალი. მას კახი ხაბეიშვილი ალაპარაკებს, რომელსაც მე გამოვეყავი და ცალკე გავაკეთე სააგენტო. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ.

- რატომ გაიყავით თქვენ და კახი ხაბეიშვილი?

- ბევრი მიზეზი იყო, მათ შორის "მის თბილისი". ის რაც ვნახე ჟიურის ოთახში, ჩემთვის გამაოგნებელი იყო, იმის შემდეგ ნამდვილად ვერ მივცემდი თავს იმის უფლებას რომ ნინა ტაველიშვილი არ დამეცვა. ანის საწინააღმდეგოც არაფერი მქონდა. მის ოჯახსაც ვიცნობ და

არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა.

- ანი ამბობს, რომ სპონსორთან მეგობრობთ თქვენ და სწორედ ამ ნაცნობობის გამო, არ აძლევს მას სპონსორი ავტომობილს...

- მე და სპონსორი ვმეგობრობთ. სააგენტოს დირექტორი აწერდა ხელს კონტრაქტს და მას უნდა მოეგვარებინა პრიზის გადაცემის საკითხი. ვესაუბრე სპონსორს და მითხრა, რომ კონტრაქტზეა ყველაფერი დამოკიდებულება. რომელიც არ არის შედგენილი.

- რატომ დაუპირისპირდით გუშინ თქვენ და ანი გაბლაია ერთმანეთს?

- სტატია რომ ვნახე, დავურეკე ანის დედას, მის ნომერზე ანიმ მიპასუხა და იგივე გაიმეორა რაც თქვენს სტატიაში. იქვე განმარტა რომ სასამართლოზეც იგივეს გაიმეორებს. ვუთხარი ამ ამბავს ასე არ დავტოვებ-თქო და დავემშვიდობე. შემდეგ იყო განუწყვეტელი ზარები კახი ხაბეიშვილისგან, რომელიც ულტიმატუმს მიყენებდა, ზუსტად 5 წუთში მიპასუხეო, ვუპასუხე და მითხრა, დაურეკე სპონსორს და ანის გადასცეს მანქანაო. მე მოვითხოვე ბოდიშს თუ მოიხდის ანი, შევეცდები გიორგისთან დაკავშირებასთქო. საღამოს კლუბში წავედი, საპირფარეშოს რიგში ვიდექი, დაცვასთან ერთად დამადგა ანი გაბლაია და მითხრა გარეთ გამოდიო, უარზე ვიყავი, იქვე იყო კახი ხაბეიშვილიც, მითხრეს ბოდიშის მოხდას ვაპირებთ და გარეთ შევთანხმდეთ რა ფორმით მოგიხდით ბოდიშსო. გამიტყუეს გარეთ და დამიწყეს დაძაბული საუბარი. ვუთხარი რომ მათთან საუბარს არ ვაპირებდი და წამოსვლა, რომ დავაპირე, ანი გაბლაიას დედამ მხარზე მომკიდა ხელი და მითხრა: გოგო სად მიდიხარო.

- ფიზიკურადაც დაუპირისპირდით ერთმანეთს?

- ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა საქმე, მაგრამ ფაქტია რომ დაცვასთან და დედასთან ერთად დამადგა ანი გაბლაია და საქმეების გარჩევა სცადეს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე

ბათუმში დააჯილდოვეს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა

ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"