როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული ნატა ნუცუბიძე

როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული ნატა ნუცუბიძე

ლამაზი და სექსუალური ნატა ნუცუბიძე საზოგადოებას "ჯეობარის" პირველი სეზონიდან ახსოვს. დავინტერესდი, წლების წინ ძალზე პოპულარული გოგო ამჟამად როგორ ცხოვრობს.

- დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხარ. მოგვიყევი, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ოჯახი შევქმენი და მთლიანად ოჯახურ საქმიანობაში ვარ ჩაფლული. 3 ბიჭი მყავს. პრინციპში, მეტი არც არაფერი მომხდარა... ახლა მეუღლესთან ერთად აღარ ვცხოვრობ - 2 წელია დაშორებულები ვართ. ცხოვრებას ბავშვებთან ერთად ვაგრძელებ.

- შენი ყოფილი მეუღლე ვინ არის?

- მრბოლელი - გიორგი სულავა. "ჯეობარშიც" მაკითხავდა ხოლმე. პროექტიდან გამოსვლის მერე, ერთმანეთს კიდევ უფრო დავუახლოვდით და მეოთხე თუ მეხუთე წელს ოჯახი შევქმენით. თუმცა, როგორც გითხარით, 2 წელია ერთად აღარ ვართ.

- ამდენწლიანი ურთიერთობა რატომ დაგენგრათ?

- რაღაც ისეთი პრობლემა შეგვექმნა, რაც ალბათ, ვერ გადავლახეთ. კონკრეტული არაფერი ყოფილა. მიუხედავად ამისა, გიორგი ძალიან კარგი მამაა, ბავშვებთან ხშირი ურთიერთობა აქვს. შვილები ერთადერთია, რაც ამჟამად გვაკავშირებს.

- შენი ვაჟები გაგვაცანი...

- უფროსი - ნიკა რამდენიმე დღეში 12 წლის გახდება. სპორტი აინტერესებს და კალათბურთზე დადის; შუათანა - სანდრო მეორე კლასში გადავიდა, უმცროსი კი სკოლაში წელს შევა... სამივე ავტომობილებზე გიჟდება!

- ბავშვებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ძალიან მეგობრული.

- ახლა რას საქმიანობ?

- ალბათ, სექტემბრიდან ვეცდები, მეც ჩავერთო აქტიურ საქმიანობაში.

- მუშაობას რომელ სფეროში აპირებ? მახსოვს, მოდელი იყავი...

- კი, მაგრამ ეს ადრე იყო - ჩემი მოდელობა ასე ვთქვათ, "მოვილიე" (იღიმის). შეიძლება, დიზაინერობის კუთხით ვიმუშაო. საერთოდ, დიზაინის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, არქიტექტურის განხრით - ინტერიერიც და მოდელირებაც, მაგრამ დრო და საშუალება არასდროს მქონდა, რომ ამ სფეროში რამე გამეკეთებინა. ვნახოთ, იქნებ ნელ-ნელა რაღაცას მივაღწიო. მთავარია, საქმე დავიწყო (იცინის). ისეთი სამსახური მინდა, რომ ხალხთან ურთიერთობა მქონდეს.

- უცხო ადამიანები გცნობენ?

- ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა უცხო ადამიანებს უთქვამთ, - ვაიმე, ნატა, რამდენი ხანია, არ გვინახავხარო. წინათ ქუჩაში სისტემატურად რომ მაჩერებდნენ, ცხადია, ახლა ასე აღარ ხდება.

- ის დრო არ მოგენატრა, როცა პოპულარობის ზენიტში იყავი?

- მგონი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ის პერიოდი უკვე გამოვიარე... უბრალოდ, ის დრო კარგად მახსენდება.

- ალბათ, კვლავ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება