თინეიჯერი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის გამო გარდაიცვალა

თინეიჯერი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის გამო გარდაიცვალა

ბაშკირეთში, გამომძიებლები მოზარდის სიკვდილის ფაქტზე კვლევას აწარმოებენ. საქმე ეხება, 17 წლის ბიჭის გვამს, რომელსაც არავითარი ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

წინასწარი ინფორმაციით, თინეიჯერმა 2014 წლიდან დაახლოებით 2 000 საათი გაატარა თამაშში. 30 აგვისტოს შუა თამაშისას მან გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამჟამად დგინდება ყველა გარემოება, რასაც შესაძლოა გარდაცვალება გამოეწვია. ბიჭის ზუსტი სიკვდილის მიზეზის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. საბოლოო შედეგების მიღების შემდეგ, შესაფერისი პროცედურული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა